თაბუკაშვილის ქუჩაზე განთავსებულ 96 და 98 საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
02.10.2021
უკან დაბრუნება
თაბუკაშვილის ქუჩაზე განთავსებულ 96 და 98 საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც თავმჯდომარეები განმარტავენ, ამ დროის მონაცემებით რაიმე სახის საჩივარი არც ერთ უბანზე არ დაწერილა. ისინი ამომრჩეველთა აქტიურობასაც უსვამენ ხაზსს.
ინფორმაციისთვის კი გეტყვით, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) აირჩევენ.