შეფერხება დაფიქსირდა ნომერ 79 უბანზე. უბნის თავმჯდომარის განცხადებით ორი ამომრჩეველი რომელიც გამოცხადდა ადგილზე, იმყოფებოდა როგორც უბნის სიაში ასევე სპეციალურ კოვიდ-სიაში. შესაბამისად მათ ადგილზე ხმის მიცემის უფლება არ მიეცათ. თემაზე დღესვე კომენტარი ნომერ 59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა, ლარინა ლალიაშვილის განცხადებით სპეც სიებში მხოლოდ ის პირებია რეგისტრირებული რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის მოწოდებული. თუ მოქალაქე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან , ამ შემთხვევაში მათ ხმის მიცემის დროს ადგილზე უნდა წარადგინონ ცნობა გაწერის თაობაზე.