ანდრო ლოსაბერიძემ საკუთარი არჩევანი 48-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა
02.10.2021
უკან დაბრუნება
"მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ საკუთარი არჩევანი 48-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საერთო სახალხო რეფერენდუმზე ხმა საქართველოს ევროპულ განვითარებას, ქვეყნის აღმშენებლობასა და ბედნიერი მომავლის იდეას მისცა. 48 საარჩევნო უბანზე სულ 1505 ამომრჩეველია რეგისტრირებული.