საპატიმროში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზოგადოებას წერილით მიმართავს
02.10.2021
უკან დაბრუნება
საპატიმროში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზოგადოებას წერილით მიმართავს , მიხეილ სააკაშვილის წერლი მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ საკუთარი ფეისბუქ გვერდის საშუალებით გაასაჯაროვა. გაგაცნობთ ამონარიდს ყოფილი პრეზიდენტის მიმართვიდან“ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო საყვარელო ქართულო საზოგადოებავ, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი, ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს.მსოფლიოს არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, ამ განაჩენებს არ აღიარებს. მაგრამ, მე მაინც ჩამოვედი ვინაიდან, მჯერა ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის. ძალიან გთხოვთ, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთი ხმა და ამის შემდეგ, ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები.-ნათქვამია ვკითხულობთ წერილში.შეგახსენებთ რომ სააკაშვილის საქართელოში ყოფნის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი საღამოს კი პრემიერ მინისტრმა საზოგადოებას მისი დაკავების შესახებ ამცნო.