პირველი ამომრჩებელი 8 საათზე მიიღეს ქუთაისის 39 საარჩევნო უბანზე
02.10.2021
უკან დაბრუნება
პირველი ამომრჩებელი 8 საათზე მიიღეს ქუთაისის 39 საარჩევნო უბანზეც, ადგილზე სულ 1517 პირია რეგისტრირებული,სპეც სიაში კი 16 ადამიანი ირიცხება. უბნის საარჩევნო კომისიის თვამჯდომარის ნინო გაბუნიას თქმით უბანზე კომისიის 17 წევრიდან ლელოს წარმომადგენელი არ გამოცხადდა, მისივე შეფასებით გასული არჩევნებისგან განსხვავებით დილის აქტივობა წელს უფრო მაღალია, უბანზე ჩვენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლების ოფისის წარმომამდგენელს გავესაუბრეთ, ნიკოლას ლა სტრადამ აღნიშნა რომ უბანი დილით პროცედურების დაცით გაიხსნა და იმედი დაიტოვა, რომ პროცესი მთელი დღის მანძილზე მშვიდობიანად გაგრძელდება.