რიონის სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობა პროტესტის მიზეზი ხდება
15.04.2016
უკან დაბრუნება
რიონის სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობა კვლავ პროტესტის მიზეზი ხდება. ქუთაისში მოქმედი 10 არასამთავრობო ორგანიზაცია კვლავ შეიკრიბა და „ოქროს ჩარდახის“ მიმდებარედ კაფეს მშენებლობის შეჩერება მოითხოვა.
არასამთავრობო ორგანიზაციის „ ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, მშენებლობა ორმაგი კანონდარღვევით მიმდინარეობს. ბარათაშვილი მერიას მოუწოდებს შეწყდეს მშენებლობა უკანონოდ გაცემული ნებართვის ფარგლებში, ასევე სამომავლოდ მოხდეს გაკონტროლება, როგორ გაიცემა ნებართვა.არასამთავრობო ორგანიზაციები მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.