რამდენად არიან მზად იმერეთის მასშტაბით მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიები არჩევნების ჩასატარებლად
01.10.2021
უკან დაბრუნება
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ხვალ იმართება. ჩვენი ჟურნალისტი მაკა გასაშვილი დაინტერესდა თუ რამდენად არიან მზად იმერეთის მასშტაბით მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიები არჩევნების ჩასატარებლად. ზესტაფონის 51-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კახნიაშვილის განცხადებით, ყველა წინასაარჩევნო სამშაოები უკვე შესრულებულია და დღეს უბნებისთვის ბიულეტინების გადაცემა მიმდინარეობს.
მსგავსი სამუშაოები დილიდან ტარდება ბაღდათის მუნიციპალიტეტში. 52-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიხვაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბაღდათში მოქმედი 30-ვე უბანი სრულად მომარაგებულია არჩევნებისთვის საჭირო ყველა ინვენტარით.
45. 182 ამომრჩეველია რეგისტრირებლი სამტრედიის მუნიციპალიტეტში. როგორც სამტრედიის 54 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა იმნაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს რეგიონში ყველა უბანი არჩევნების დღისთვის სრულ მზადყოფნაშია.