შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს
30.09.2021
უკან დაბრუნება
იმერეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. 12-ვე მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი სამედიცინო დაწესებულებებში, სპეციალურად გამოყოფილ კაბინეტებში ტარდება. ვაქცინაცია სამტრედიაში ორ სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება. მსურველებს საშუალება აქვთ აცრა პორტალზე წინასწარი დაჯავშნით და ჯავშნის გარეშე, ადგილზე - სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში გაიკეთონ. მოსახლეობის ვაქცინაცია სინოფარმის, სინოვაკისა და ფაიზერის აცრით მიმდინარეობს. სამტრედიაში არსებული ,,ჯეო ჰოსპიტალსის" ორივე სამედიცინო დაწესებულებაში აცრის კაბინეტები სრულიად აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და დაყოვნების სივრცეებით. დღემდე ვაქცინაციასთან დაკავშირებული გართულებები არ დაფიქსირებულა.