ჭიათურის მუნიციპალიტეტში კოვიდ ინფიცირების დინამიკა კლებადია
30.09.2021
უკან დაბრუნება
ჭიათურის მუნიციპალიტეტში კოვიდ ინფიცირების დინამიკა კლებადია. „ჯეოჰოსპიტალსის“ ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბიწაძის თქმით, ამჟამად კლინიკაში 26 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკა სულ 42 საწლზეა გათლილი. რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, დავით ბიწაძის განცხადებით, რეგიონში ვაქცინაციაზე მომართვიანობამ იკლო. მოქალაქეების დიდი წილი მეორედ დოზით აცრაზე რეგისტრირდება. კლინიკაში ჯამში 5000მდე პირია აცრილი.
კოვიდის გავრცელების მხრივ სტაბილურია ვითარება თერჯოლის მუნიციპალიტეტში. თერჯოლამედის კლინიკის დირექტორი დავით სარიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამჟამად კლინიკაში 52 პაციენტი მკურნალობს, მათგან 19 რეანიმაციაშია, მათგან მართვით სუნთქვაზე 11 პაციენტი იმყოფება. მათი მდგომნარეობა მძიმეა. დავიტ სარიშვილის თქმით, კლინკაში ვაქცინაზე მომართვიანობამ საგრძნობლად იკლო.