შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის მეთოდი შეიცვალა
29.09.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის მეთოდი შეიცვალა. უკონტაქტო გადახდა პლასტიკური ბარათების გამოყენებასა და მგზავრობის ზუსტი საფასურის სპეციალურ დანადგარში მოთავსებას გულისხმობს. ჩვენ თემაზე მგზავრებისა და მძღოლების პოზიციით დავინტერესდით, პოზიციები ცალსახად დადებითი აღმოჩნდა, მათი თქმით უკონტაქტო გადახდა კოვიდ რეგულაციების დაცვას შეუწყობს ხელს , ასევე შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკიც. ერთადერთი პრობლემა, რომელსაც მოსახლეობა ასახელებს, მათი მოუმზადებლობაა. ისინი ფიქრობენ, რომ საზოგადოებას სიახლესთან შესაჩვევად გარკვეული პერიოდი სჭირდება.