შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ქუთაისი ახალგაზრდებისთვის მიმზიდველ ქალაქად უნდა ვაქციო“
29.09.2021
უკან დაბრუნება
„ქუთაისი ახალგაზრდებისთვის მიმზიდველ ქალაქად უნდა ვაქციო“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და თანაგუნდელებთან ერთად ქუთაისელ ახალგაზრდებს ბესარიონ გაბაშვილის კულტურისა და დასვენების პარკში შეხვდა. იოსებ ხახალეიშვილის მოსაზრებით, სტუდენტური ცხოვრება ქალაქის განვითარების პერსპექტივასთან უნდა ინტეგრირდეს,რაც ქუთაისს განათლების და კულტურის რეალურ ცენტრად აქცევს. მისივე თქმით, ქუთაისი უნდა გახდეს კინომატოგრაფიით, მუსიკალური, თეატრალური ღონისძიებებითა და ფესტივალებით ცნობილი ქალაქი. ქუთაისი ახალგაზრდებისთვის არა მარტო საუკეთესო განათლების მიღების, არამედ გართობის ახალი დანიშნულების ადგილად უნდა იქცეს.