ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ხმების დათვლის პროცესს წელს პირველად გადაიღებს ცესკოს ადმნისტრაციის მიერ განთავსებული ვიდეო კამერები
28.09.2021
უკან დაბრუნება
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ხმების დათვლის პროცესს წელს პირველად გადაიღებს ცესკოს ადმნისტრაციის მიერ განთავსებული ვიდეო კამერები. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარმ ლარინა ლალიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქუთაისის 122 ივე უბანი ვიდეო კამერით იქნება აღჭურვილი. ჩაწერის პროცესს კი კომისიის წევრები უზრუნველყოფენ, როგორც ცეესკოში ამბობენ მიზანი საზოგადოებაში არჩევნების ლეგიტიმაციის მაქსიმალიზაციაა
გადაღებული ვიდოე მასალა სპეციალურ საიტზე აიტვირთება და მისი ნახვა ნებსიმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.