„ჩემი მიზანია ქუთაისი ახალგაზრდული სიცოცხლის ქალაქი იყოს“
27.09.2021
უკან დაბრუნება
„ჩემი მიზანია ქუთაისი ახალგაზრდული სიცოცხლის ქალაქი იყოს“ სახელისუფლებო გუნდის ,ქუთაისის მერობის კანდიდატი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და პარტიის წევრებთან ერთად „ქართული ოცნების“ ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
იოსებ ხახალეიშვილის თქმით, უნდა მოხდეს სტუდენტური ცხოვრების ინტეგრირება ქალაქის განვითარების პერსპექტივასთან , რათა ქუთაისი განათლების და კულტურის ცენტრად რეალურად იქცეს. და ახალგაზრდებმა არა მარტო საუკეთესო განათლების მიღება შეეძლონ , არამედ საშუალება ჰქონდეთ გართობისა და შემოქმედების .
კანდიდატი მიზნად ისახავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში განახორციელოს ისეთი პროექტები რომლებიც ახალგაზრდებს ქუთაისში რეალიზების საშუალებას მისცემს.
შეხვედრაზე ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ ხედვის პრეზენტაცია გაიმართა.
აუდიტორიის მიერ დასმულ კითხვებს ქალაქის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით ,მერობის კანდიდატმა უპასუხა.