სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ჯემალი სირბილაძის ფოტოების გამოფენა მოეწყო
27.09.2021
უკან დაბრუნება
სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ჯემალი სირბილაძის ფოტოების გამოფენა მოეწყო.
წარმოდგენილი ფოტო მასალა აფხაზეთის ომის ქრონიკებს ასახავს.
ღონისძიება ვეტერან საბჭოსა და ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების მხარდაჭერით გაიმართა.
ფოტო ნამუშევრების დასათვალიერებლად ომის გმირების ოჯახის წევრებიც მივიდნენ.
გამოფენა დღის ბოლომდე გასტანს და მისი ხილვა ყველა მსურველს შეეძლება.