იოსებ ხახალეიშვილს თეიმურაზ შაშიაშვილმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა
27.09.2021
უკან დაბრუნება
27 სექტემბერი ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის მამუკა ასლანიკაშვილის დაბადების დღეა, მას 75 წელი შეუსრულდებოდა.
თეიმურაზ შაშიაშვილის ინიციატივით მეცნიერები და ინტელიგენციის წარმომადგენლები, ტრადიციულად ასლანიკაშვილის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ და მის ხსოვნას მიაგეს პატივი . მემორიალი ყვავილებით შეამკო ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატმა.
დღესვე იოსებ ხახალეიშვილს თეიმურაზ შაშიაშვილმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.