შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს
24.09.2021
უკან დაბრუნება
არჩევნებამდე სულ რაღაც 8 დღე რჩება. მოსახლეობა ქალაქების პირველ პირებსა და საკრებულოს წარმომადგენლებს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით აირჩევს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და აპირებს მონიტორინგი გაუწიოს უშუალოდ კენჭისყრის დღეს განვითარებულ მოვლენებს. მათი დაკვირვების არეალი ქუთაისის ოლქს მოიცავს. როგორც საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე ჩვენთან ინტერვიუში ცხადებს, ორგანიზაციის დამკვირვებელთა რიცხვი დაახლოებით 40-ს შეადგენს. გორგიძე იმედოვნებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისები წლევანდელ არჩევნებს უკეთ მომზადებულები შეხვდებიან.