ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსწავლე-ახალგაზარდობის პარკისთვის მრავალფუნქციური სტატუსის მინიჭებას ითხოვს
23.09.2021
უკან დაბრუნება
ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსწავლე-ახალგაზარდობის პარკისთვის მრავალფუნქციური სტატუსის მინიჭებას ითხოვს, ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ ნახევარსაუკუნოვანი პარკი ჩვენი ქალაქის უმსხვილესი რეკრეაციული ზონაა და განახლებას საჭიროებს, რადგან მისი საფუძვლიანი რეაბილიტაცია საბჭოთა კავშირის შემდეგ არ მომხდარა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსი მიიჩნევს რომ დასახელებული პარკი განსახორციელებელი მასშტაბური პროექტების ნაწილი უნდა გახდეს.