პარტია“ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი უქიმერიონისა და გუმათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ამირან კოპალეიშვილთან ერთად გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
23.09.2021
უკან დაბრუნება
„ქუთაისის თანაბარი განვითარება ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავი ქალაქების ტოპშვიდეულში მოხვედრის მნიშვნელოვანი პირობაა“ პარტია“ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი უქიმერიონისა და გუმათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ამირან კოპალეიშვილთან ერთად გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა .
წელს პირველად უქიმერიონისა და გუმათის ადმინისტრაციული ერთეულები ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანდა.
როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ქუთაისის თითოეულ უბანს თავისი შინაარსობრივი და კოლორიტული დატვირთვა აქვს და ღირსეულ განვითარებას იმსახურებს.
მერობის კანდიდატმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარების გეგმაში აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულშია გათვალისწინებული.
იოსებ ხახალეიშვილი მიიჩნევს რომ ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი ადგილები თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში უნდა იყოს და არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.