შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად ჩხოროწყუში 87-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
23.09.2021
უკან დაბრუნება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად ჩხოროწყუში 87-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა და ახალი ფილიალის მომსახურებითაც ისარგებლა. რატი ბრეგაძემ, გიორგი გუგუჩიამ და ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ ახლადგახსნილ ცენტრში კოვიდ ბარათები აიღეს. კოვიდ ბარათი, პიროვნების ვაქცინაციისა და PCR კვლევების შესახებ ყველა მონაცემს შეიცავს და მისი აღება მომხმარებელს მრავალჯერადად შეუძლია. კოვიდ ბარათის აღებასთან ერთად ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში კიდევ 200- მდე მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით არის შესაძლებელი.