წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა 2018- 2021 წლებში გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა
22.09.2021
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა 2018- 2021 წლებში გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე გრიგოლ იოსელიანმა საზოგადობას გააცნო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ისაუბრა ბიუჯეტის პარამეტების, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების, კოვიდ -19- თან მიმართებაში გატარებული ღონისძიებების, ეკონომიკის, ტურიზმის, ზედამხედველობის, კულტურის, სპორტის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა წყალტუბოს სრული რეაბილიტაციის პროექტსა და ამ მიმართულებით უკვე დაწყებულ ღონისძიებებზე.
შეყვანა