შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის მერობის კანდიდატის შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან გრძელდება
21.09.2021
უკან დაბრუნება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესა და პარტიის სხვა წევრებთან ერთად განათლების, კულტურის, სპორტისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქუთაისის განვითარების პერსპექტივებსა და მომავლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაგრძელდა. იოსებ ხახალეიშვილმა მოქალაქეების მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხა, რომელიც, ძირითადად, ინფრასტრუქტურას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, ტურიზმის პერსპეტივებს, ახალგაზრდულ პოლიტიკას და დასაქმების საკითხებს ეხებოდა. ქუთაისის მერობის კანდიდატმა, აუდიტორიას ქუთაისის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო, რომელიც განათლების და კულტურის ცენტრად ფორმირების გარდა, საერთაშორისო აეროპორტის და ახალი ტერმინალის გათვალისწინებით, საქართველოში ევროპის კარიბჭის ფუნქციას და ეკოქალაქის პერსპექტივას გულისხობს. ისაუბრა ძველი და ახალი უნივერსიტეტების წარმატებაზე, რომლებშიც წელს პირველკურსელთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით ბევრად მაღალია და ნიჭიერი ახალგაზრდები ქუთაისში სასწავლებლად, უკვე არამარტო საქართველოს სხვა ქალაქებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც მოდიან. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის მერობის კანდიდატის შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან გრძელდება.