კომპანია კროკობეთსა და საკალათბურთო კლუბ ქუთაისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21.09.2021
უკან დაბრუნება
კომპანია კროკობეთსა და საკალათბურთო კლუბ ქუთაისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება რომელიც ერთ წელი გაგრძელდება ორმხრივ მხარდაჭერას და სპორტის ხელშეწყობას ითვალისწინებს. მხარეებმა დოკუმენტს ხელი კამერების თვალწინ მოაწერეს და განახლებული სათამაშო ფორმაც წარუდგინეს საზოგადოებას.
კროკობეთი წლებია წარმატებით ახორციელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას. კლუბის წარმომადგენლების განცხადებით აღნიშნული მხარდაჭერა მათ უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დაეხმარებათ.