შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იოსებ ხახალეიშვილმა საზოგადოებას ქალაქის განვითარების სამოქმედო გეგმა სფეროების მიხედვით გააცნო
20.09.2021
უკან დაბრუნება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პარტიის სხვა წევრებთან ერთად, ქალაქის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს საუნივერსიტეტო კამპუსის ტერიტორიაზე შეხვდა. იოსებ ხახალეიშვილმა საზოგადოებას ქალაქის განვითარების სამოქმედო გეგმა სფეროების მიხედვით გააცნო . შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაგრძელდა. იოსებ ხახალეიშვილმა მოქალაქეების მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხა, რომელიც , ძირითადად, ინფრასტრუქტურას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, ტურიზმის პერსპეტივებს, ახალგაზრდულ პოლიტიკას და დასაქმების საკითხებს ეხებოდა.