შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
20.09.2021
უკან დაბრუნება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ახლად გახსნილ ოფისში, სხვადასხვა მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით არის შესაძლებელი. ამასთანავე, სიღნაღის საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისი გაიხსნა. სიღნაღის შემდეგ პრობაციის ბიუროები წელს ჩხოროწყუსა და კასპის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივ ცენტრებშიც განთავსდება