ზუგდიდში, დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცემათ.
რეგიონში იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 200-მდე ოჯახი, საცხოვრებელ ფართს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს.
2020 წელს, თანამედროვე სტანდარტების ბინა 360 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად 68 ნგრევადი ობიექტი დაიხურა.
2021 წლის ბოლომდე კი, ახალ საცხოვრებელს, კიდევ 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. დამატებით, ზუგდიდში დევნილებისთვის 1700 ბინის აშენება იგეგმება.