რამდენიმე თვეა რაც ქუთაისში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ოფისი გაიხსნა
18.09.2021
უკან დაბრუნება
რამდენიმე თვეა რაც ქუთაისში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ოფისი გაიხსნა. მისი ფუნქციონირებისა და მოქალაქეების მიმართვიანობის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარეს ვესაუბრეთ. დავით ნარმანიას თქმით ენერგოომბუდსმენის ოფისი იცავს მოქალაქეების უფლებებს რომელიც შესაძლოა კომუნალური კომპანიების მიერ იქნეს დარღვეული. დაწესებულებაში მოსახლეობის მიმართვიანობა მაღალია.უწყება საქართველოს რამდენიმე ქალაქში ფუნქციონირებს.