წყალტუბოში, ყველა სანატორიუმი, სადაც დევნილები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში, ნგრევად შენობებში ცხოვრობენ იხურება
17.09.2021
უკან დაბრუნება
წყალტუბოში, ყველა სანატორიუმი, სადაც დევნილები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში, ნგრევად შენობებში ცხოვრობენ იხურება და 420 ოჯახს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცა.
დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელ კომპლექსი აშენდა.
140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 2020 წელს გადაეცათ, 420 დევნილი ოჯახი კი ახლა განსახლდება.„
წყალტუბოში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ჯამში, მისი ღირებულება 37 მილიონ ლარს აღემატება.