საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მათი პრობლემების უკეთ გაცნობის მიზნით გრძელდება
17.09.2021
უკან დაბრუნება
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მათი პრობლემების უკეთ გაცნობის მიზნით გრძელდება.
პარტია „ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, მაგდა კოსტავასთან და თანაგუნდელებთან ერთად კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
ხაბეიშვილის ქუჩის მოსახლეობამ კანდიდატებს კონკრეტულ ლოკაციაზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სამოქმედო გეგმაზე - თუ რა პროექტებსა და ღონისძიებებს განახორციელებს მისი მერად არჩევის შემთხვევაში.
შეხვედრას ეუთოს სადამკვირებლო მისიის გრძელვადიანი დამკვირვებლები ესწრებოდნენ.