შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 24-ე ტურს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა
17.09.2021
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 24-ე ტურს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი ტორპედო ქობულეთის შუქურას დაუპირიპირდა. შეხვედრა კოვიდ რეგულაციების გამო მაყურებლის გარეშე წარიმართა.მატჩის პირველი ნახევარი ტორპედოელთა სასარგებლოდ 1-0 დასრულდა. შეხვედრის მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს და შესაბამისად, თამაში ანგარიშით 2-1 ტორპედოელთა გამარჯვებით დასრულდა. მოპოვებული 3 ქულით ტორპედომ გათამაშების ცხრილში ორი ადგილით მაღლა აიწია და მე-7 პოზიციას იკავებს. 20 სექტემბერს, მომდევნო მატჩზე ქუთაისელები სამტრედიას ესტუმრებიან და გათამაშების აუტსაიდერს გაეჯიბრებიან.