ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ქუთაისის მერიის წინ მორიგი აქცია- პერფორმანსი გამართა
17.09.2021
უკან დაბრუნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ქუთაისის მერიის წინ მორიგი აქცია- პერფორმანსი გამართა. ნიკა ნარსიამ, რომელიც ოპოზიციის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ "ბოცა" მიიტანა წარწერით "ხახალეიშვილი" და მისი მისამართით სხვადსახვა კრიტიკული ფრაზა გააჟღერა, ადგილზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული თუმცა რაიმე სახის დაპირისპირება არ მომხდარა.