შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევა ქუთაისში დაუსრულებელი პროექტების შესახებ
17.09.2021
უკან დაბრუნება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ღია წყაროებსა და საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მოუყარა თავი იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც პოლიტიკოსების მიერ გაცემული დაპირებებით ქუთაისში უნდა განხორციელებულიყო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ მათ შეკრიბეს ისეთი პროექტები რომლებსაც წლების განმავლობაში აანონსებდნენ და საჯარო პრეზენტაციებსაც მართავდნენ, მაგრამ დღემდე მათი უმრავლესობა არც დაწყებულა.ორგანიზაციის კვლევაში 2016-2018 წლებში ქუთაისში დაანონსებული მასშტაბური პროექტები მოჰყვა.