შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ცესკოს პრეს-სპიკერის ნათია იოსელიანის ბრიფინგი გაიმართა
17.09.2021
უკან დაბრუნება
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ცესკოს პრეს-სპიკერის ნათია იოსელიანის ბრიფინგი გაიმართა, რომელიც ბოლო დროს გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას ეხებოდა, რაც იოსელიანის თქმით საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო გარემოს უსაფუძვლო, მცდარი შეფასებების მიზეზი გახდა. პრეს სპიკერის თქმით ამომრჩეველთა ერთიანი სიის თაობაზე გაკეთებული განცხადებებით ზოგიერთმა მხარემ არაერთხელ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მიუხედავად ცესკოს მიერ გაკეთებული შესაბამისი განმარტებებისა. ნათია იოსელიანი მოუწოდებს ყველას ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, მათ შორის, ისეთ არაეთიკურს, როგორიცაა ცოცხალი ადამიანების გარდაცვლილებად გამოცხადება ასევე ნუ გახდებიან საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის ინიციატორები.