პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო
16.09.2021
უკან დაბრუნება
პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო.
იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
მერად არჩევიდან დღემდე - 9 თვის მანძილზე განხორციელებული პროექტების გარდა, იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის განვითარების მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა ;კულტურის და განათლების ცენტრად ფორმირებაზე, ჯანდაცვის და სოციალურ სფეროზე, ინფრასტრუქტურულ გეგმებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე.
მერობის კანდიდატისთვის გამარჯვების შემთხვევაში მთავარი მიზანი და გამოწვევა ქუთაისის თანაბარი განვითარებაა.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით წარიმართა.