შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს ქუთაისში ბრიფინგი გამართა
16.09.2021
უკან დაბრუნება
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს ქუთაისში ბრიფინგი გამართა. მან ხელისუფლება ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები იგივეა, რაც გზა სამოქალაქო დაპირისპირებამდე. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი, 15 სექტემბერს "მთავარი არხის" ოპერატორის დაშავების და სუსის ჩანაწერების გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება ერთი მხრივ ევროპულ კურსზე საუბრობს, მეორე მხრივ კი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უსმენს.მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ მეთოდებით ოპონენტებთან და საზოგადოებასთან ბრძოლა უნდა შეწყვიტოს.