შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში პროექტის ,,შრომით უფლებებზე მეტად ინფორმირებული ქალი- მეტად დაცული ქალი" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
14.09.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში პროექტის ,,შრომით უფლებებზე მეტად ინფორმირებული ქალი- მეტად დაცული ქალი" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში ქალთა შრომითი უფლებების შესახებ კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგებიც შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოადგინეს. პროექტის მიზანი იმერეთის რეგიონში ქალთა შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. პროექტი ასევე მოიცავდა ტრენინგების ციკლს დასაქმებულ ქალებთან და დამსაქმებლებთან, ბროშურების გავრცელებას და პიარ კამპანიას. ანგარიშის მიხედვით, იმერეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის სხვაობა შეინიშნებოდა, რაც დისკრიმინაციის ნიშანია. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, კვლევის დროს თითქმის არცერთ ქალს საკუთარი უფლებების დარღვევის შესახებ არ უსაუბრია.