შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კოვიდ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ფეხბურთში კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგა განახლდა
13.09.2021
უკან დაბრუნება
კოვიდ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ფეხბურთში კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგა განახლდა.გორის დილამ საკუთარ სტადიონზე 23 ტურში ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. შეხვედრ ადაძაბული და სანახაობრივად საიტერესო გამოდგა. მატჩის პირველი ნახევარი ტორპედოელთა უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად მათ გოლის გატანა შეძლეს,თავი ბაქარ მირცხულავამ გამოიჩინა. მეორე ნახევარში მეტოქეებმა გოლები გაცვალეს, ტორპედოელთაგან ირაკლი ძარიამ ხოლო გორელთაგან ირაკლი ბუღრიძემ გაიტანეს. საბოლოოდ შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. მოპოვებული 3 ქულით ტორპედო გათამაშების ცხრილში ერთი საფეხურით დაწინაურდა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩს ტორპედო16 სექტემბერს შინ გამართავს, სადაც უშუალო კონკურენტს ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს.