"ევროპულმა საქართველომ" იმერეთის მასშტაბით სიის პირველი ნომრები და მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
13.09.2021
უკან დაბრუნება
"ევროპულმა საქართველომ" იმერეთის მასშტაბით სიის პირველი ნომრები და მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.
პარტიის ლიდერებმა დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩევლებს ქუთაისში წარუდგინეს.
"ევროპულ საქართველოს" "ნაციონალურ მოძრაობასა" და "გირჩთან" ერთად შეთანხმებული კანდიდატები ჰყავს. "ევროპული საქართველოს" სახელით ქუთაისის საკრებულოში მოსახვედრად მხოლოდ ამირან ძოწენიძე იბრძოლებს. იმერეთის მასშტაბით კი პარტიას მერობის კანდიდატები მხოლოდ ხონსა და სამტრედიაში ჰყავს.