შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით, დღეიდან ლატარია დაიწყება
13.09.2021
უკან დაბრუნება
ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით, დღეიდან ლატარია დაიწყება. ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს. ლატარია წლის ბოლომდე ყოველდღიურ რეჟიმში გათამაშდება. ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული გათამაშებაც, ლატარიისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა და მასში მონაწილეობას ნებისმიერი მოქალაქე მიიღებს, რომელიც ერთჯერადად მაინც არის აცრილი.შემაჯამებელი გათამაშება 2021 წლის 31 დეკემბერს გაიმართება და საპრიზო მოგება შეადგენს 100 000 ლარს.