საგარეო ვალის აღებასთან დაკავშირებით გარკვეული კორექტირებები მოსალოდნელია
13.09.2021
უკან დაბრუნება
საგარეო ვალის აღებასთან დაკავშირებით გარკვეული კორექტირებები მოსალოდნელია. როგორც ფინნასთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალს აღარ აიღებს, თუმცა ვალის აღება შესაძლოა, მოხდეს კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ისიც შემცირებული ოდენობით.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი კორექტირების მიზანი საგარეო ვალის იმ ნიშნულამდე ჩამოყვანაა, რაც საქართველოს ეკონომიკას შესაბამისი განვითარების საშუალებას მისცემს.