შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ სპორტულ კომპლექსში გახსნილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში იმყოფებოდა
11.09.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ სპორტულ კომპლექსში გახსნილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში იმყოფებოდა.მთავრობის მეთაური მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესით დაინტერესდა.მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ერთი თვეა ფუნქციონირებს და ამ დროისთვის ცენტრის მიერ 5000 ადამიანია აცრილი.ცენტრში ვაქცინაციის მსურველებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, შეუძლიათ. ადგილზე ფუნქციონირებს შოკის დარბაზი. ასევე, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიალერგიული და ანტიშოკური პრეპარატებით.