უსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ საპილოტე რეჟიმში აჭარიდან დაიწყო
09.09.2021
უკან დაბრუნება
უსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ საპილოტე რეჟიმში აჭარიდან დაიწყო
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, მაღალმთიან სოფელ ჭახათში ადგილობრივებს „მობილური იუსტიციის სახლით“ მიაკითხა და სოფლის მცხოვრებთ სხვადასხვა დოკუმენტაცია გადასცა.
პირველი, ვინც სამინისტროს ახალი მომსახურებით ისარგებლა, იყო სოფელ ჭახათის მკვიდრი, 91 წლის მერიემ დავითაძეa. დავითაძეების ოჯახის უხუცეს წევრს, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამ დრომდე არ ჰქონდა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ID ბარათი პირადად გადასცა.