ქუთაისის მერიასა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ მფლობელ კომპანია „ ნიუვიჟენ უნივერსიტეტს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა
08.09.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიასა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ მფლობელ კომპანია „ ნიუვიჟენ უნივერსიტეტს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ქარქაშაძემ და „ნიუვიჟენ უნივერსიტეტის“ კანცლერმა ეკა არაზაშვილმა.. გარიგების თანახმად, უნივერსიტეტმა თავის თავზე აიღო კლუბის ყველა არსებული ვალდებულების დაფარვა. ამასთანავე, კომპანია უზრუნველყოფს უეფასა და ეროვნული ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად კლუბის განვითარებას.