„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი საარჩევნოი კამპანიას აქტიურად აგრძელებს
08.09.2021
უკან დაბრუნება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი საარჩევნოი კამპანიას აქტიურად აგრძელებს. იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან თემურ ნადირაძესთან და პარტიის წევრებთან ერთად ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველს შეხვდა, საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
იოსებ ხახალეიშვილმა იმ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მისი მერობის დროს პანდემიის მიუხედავად წარმატებით განხორციელდა.
ქართული ოცნების მერობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში , სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში წლების მანძილზე მიღებულ გამოცდილებას ქუთაისის განვითარებას მოახმარს.