ქუთაისის ოცდაჩვიდმეტივე საბავშვო ბაღში ბავშვებისთვის ნობათების დარიგება 20 სექტემბრიდან დაიწყება
08.09.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ოცდაჩვიდმეტივე საბავშვო ბაღში ბავშვებისთვის ნობათების დარიგება 20 სექტემბრიდან დაიწყება. სასურსათო კალათა 9 სახის პროდუქტისგან შედგება. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რადგან სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრამდე გადაიწია, ტენდერების გამცოცხადება ხელახლა გახდა საჭირო. მისივე თქმით, ტენდერები 6-10 სექტემბრის ჩათვლით დასრულდება.