,,ჩვენ ერთად შევძლებთ ქუთაისი ვაქციოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ქალაქად, რომელიც არც წარსულ ტრადიციებს ივიწყებს“-განაცხადა ,,ქართული ოცნების‘‘- ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა
07.09.2021
უკან დაბრუნება
,,ჩვენ ერთად შევძლებთ ქუთაისი ვაქციოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ქალაქად, რომელიც არც წარსულ ტრადიციებს ივიწყებს“-განაცხადა
,,ქართული ოცნების‘‘- ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ამჯერად იგი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კახაბერ ბოჭორიშვილთან და გუნდის წევრებთან ერთად, ნიკეას მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველს შეხვდა.
მერობის კანიდატმა აღნიშნა, რომ წელს ქუთაისის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია და 91 მლნ ლარს შეადგენს.
აქედან, 25 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ხმარდება.
მისი თქმით, ქალაქის თვის საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გასულ წელს მერად არჩევის დღიდან დაიწყო.
გამარჯვების შემთხვევაში, კი მისი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი ქუთაისის თანაბარი განვითარება იქნება.