შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1731 სტუდენტი ჩაირიცხა
07.09.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1731 სტუდენტი ჩაირიცხა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 100%-იანი გრანტი 7 სტუდენტმა მიიღო, 22 სტუდენტი ჩაირიცხა 70%-იანი, ხოლო, 111 სტუდენტი - 50%-იანი დაფინანსებით. 934 სტუდენტი კი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ისწავლის. საუბარია იმ სპეციალობებზე, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნიევრსიტეტის რექტორის მოადგილის შალვა კირთაძის განცხადებით, ყველა ფაკულტეტზე მისაღები ადგილები შევსებულია. შალვბა კირთაძის განცხადებით, უნივერსიტეტი მზადაა 4 ოქტომბრამდე სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების ლაბორატორიული და პრაკტიკული სწავლება დაიწყოს, ხოლო სხვა ფაკულტეტის სტუდენტები სწავლას ონლაინ რეჟიმში დაიწყებენ.