რას ფიქრობს მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაზე?
07.09.2021
უკან დაბრუნება
13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. რას ფიქრობს მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაზე? რამდენად მიაჩნიათ ეს აუცილებელ საჭიროებად და იმოქმედებს თუ არა ეპიდვითარებაზე? ჩვენი გადამღები ჯგუფი თემით დაინტერესდა და მცირე გამოკითხვა ჩაატარა. ისინი ერთხმად თანხმდებიან რომ ტრანსპორტის მუშაობა უნდა აღდგეს, და იმისთვის რომ ეპიდ ვითარებაზე გავლენა არ მოახდინოს, საჭიროა მთავრობის მხრდიდან მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა, რაც მათი თქმით, დაცვის შესაძლებლობას იძლევა.