"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქუთაისის საკრებულოში, 2020 წელს, დეპუტატების მუშაობა შეისწავლა
07.09.2021
უკან დაბრუნება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქუთაისის საკრებულოში, 2020 წელს, დეპუტატების მუშაობა შეისწავლა. ორგანიზაციის ქუთაისი ოფისის ხელმძღვანელი ლელა მოწონელიძის თქმით, სხდომებს სისტემატურად აცდენდა ოპოზიცია. საკრებულოში მოქმედი ხუთი ფრაქციიდან ინიციატივით მხოლოდ სამი ფრაქცია გამოვიდა. წლის განმავლობაში კი წარმომადგენლობით ორგანოს მუნიციპალიტეტის ორგანოების შემოწმების მიზნით დამოუკიდებელი აუდიტი არ მოუწვევია. ამ ფონზე, დეპუტატებმა გასამრჯელოს სახით 857 713 ლარი მიიღეს.ორგანიზაციამ დათვალა მივლინებისა და საწვავის ხარჯებიც. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საკრებულოს წევრებს მოუწოდებენ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ინტენსიურად გააკონტროლონ სახელმწიფო შესყიდვების პროცესი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. თემაზე კუტაისის საკრებულოს კომენტარით დავინტერესდით პასუხს ამ დრომდე ველოდებით.