შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და მოხალისეებმა დღეს ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში საინფორმაციო კამპანიას ,,ვესაუბრებით ამომრჩეველს“ აქტივობა გამართეს
07.09.2021
უკან დაბრუნება
59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და მოხალისეებმა დღეს ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში საინფორმაციო კამპანიას ,,ვესაუბრებით ამომრჩეველს“ აქტივობა გამართეს. ისინი მოქალაქეებს 2 ოქტომბრის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლების შესახებ ესაუბრნენ, ასევე გააცნეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისები და საგანმანათლებლო პროგრამები. მოქალაქეებმა საინფორმაციო ბროშურებიც მიიღეს. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩეველს“ მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება