საფრანგეთში ეპიდ ვითარების მიუხედავად სასწავლო პროცესი 2 სექტემბერს დაიწყო
04.09.2021
უკან დაბრუნება
საფრანგეთში ეპიდ ვითარების მიუხედავად სასწავლო პროცესი 2 სექტემბერს დაიწყო. ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები სწავლას აუდიტორიებში აგრძელებენ. ქვეყანაში კაფეებსა და რესტორნებში მხოლოდ ორი დოზით აცრილი ან პისიარ ტესტის უარყიფითი პასუხის მქონე პირები დაიშვებიან. აცრილებისთვის ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია, გარდა პირბადის ტარებისა. ქვეყანა ვირუსისგან თავის დასაღწევად უპირატესობას ვაქცინაციას ანიჭებს, შესაბამისად მკაცრი შეზღუდვები მთავრობის მიერ დაწესებული არ არის.